შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა
15-01-2016

შს მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა და პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დეპარტამენტების უფროსებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა. როგორც ბესიკ ამირანაშვილმა თავის პირველ სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებთან კოორდინირებული მუშაობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.