შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა და პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დეპარტამენტების უფროსებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა. როგორც ბესიკ ამირანაშვილმა თავის პირველ სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებთან კოორდინირებული მუშაობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.