საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნა სამართალდამცველთა საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“.
კონფერენცია ყოველი წლის მარტში იმართება საქართველოში და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენას ემსახურება.
კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ქალები და მათი კოლეგები მოლდოვიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, ფილიპინებიდან, ალბანეთიდან და პაკისტანიდან.
კონფერენცია „ქალები პოლიციაში" 6 მარტს დასრულდება.