შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
21-04-2015

შს მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ელჩ ორთვინ ჰენიგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა საგრძნობლად გააქტიურდა და ეფექტიანი გახდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შედეგად არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმის გამოძიება განხორციელდა.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდაცავ უწყებებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობას დანაშაულის შემცირების კუთხით.