შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება
25-08-2014

შს მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. მინისტრი ადგილზე ეცნობა ვითარებას. ალექსანდრე ჭიკაიძემ გაწმენდითი-საძიებო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

დარიალის ხეობაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები 24–საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. შსს-ს სამაშველო ჯგუფები ინტენსიურად ახორციელებენ დარიალჰესის გვირაბში დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოებს.