შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შოვში ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
04-08-2023

შოვში ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე- მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამაშველო ღონისძიებებს.
ამ დროისთვის, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი.