საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილი იყო შსს-ს ყველა შესაბამის მიმართულებაში ჩატარებული საჭიროებების ანალიზი. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფს ტრენინგებისა თუ შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით გააჩნია.
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმები განიხილეს.