შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმის ქუჩების გაწმენდით სამუშოებში მ...
28-01-2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმის ქუჩების გაწმენდით სამუშოებში მონაწილეობენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდით სამუშოებში ჩაერთო.

აჭარაში დისლოცირებული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილები უხვი ნალექისგან გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, დიდთოვლობის პერიოდში, ბათუმისა და მთელი საქართველოს, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში აქტიურ დახმარებას უწევს.