შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ჭაბაშვილმა დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წალკის განყოფილების ბაზაზე, წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ზურაბ ჭაბაშვილმა და დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.
სტუმრებისთვის მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, მათ შორის სამთო და სამხედრო აღჭურვილობა.