შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი შენობა, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის, ექსპორტის, იმპორტის, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
დაინტერესებული პირები ახალ შენობაში ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტს, ექსპორტს, იმპორტს, შესაბამის საბაჟო პროცედურებს, ასევე პირველად რეგისტრაციას. შენობაში მზადდება და გაიცემა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.