შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლ...
18-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "MIA" და თავდაცვის სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "არმია" “ დაუპირისპირდნენ.

დაძაბული მატჩის შედეგად, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხეს "არმია" და გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.