შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენი, იმიგრაციის სამსახურის გენერალური დირექტორი ფრედი რუზმონტი, სახელმწიფო მდივნის სპიკერი კატრინ იანსეუნი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მაიკე დე ვრესი და შინაგან საქმეთა ფედერალური საჯარო სამსახურის ატაშე ქეით ვერზელენი.
დელეგაციის წევრებს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზაზა ფანცულაიამ უმასპინძლა. მან სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ცენტრის ფუნქციებისა და დანიშნულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დელეგაციის წევრებმა ცენტრი დაათვალიერეს და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეფასეს.
ვიზიტის მიზანია მიგრაციის მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა, ორმხრივი ურთიერთობის დამყარება და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.