შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთა...
19-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე:
1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით;
2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, პრესმედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი - ამ დროისთვის ყველა თავისუფალია. მათ შორის ადმინისტრაციული წესით (166-ე და 173-ე მუხლებით) განხორციელდა საინფორმაციო სააგენტოების - პრესა.ჯი-სა და I-TV-ის დირექტორის გიორგი კაპანაძის დაკავება. ეს უკანასკნელი პოლიციის წინააღმდეგობისა და მოწოდებების მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას ავტომანქანის კარისა და საბარგულის გახსნის გზით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 10-მდე ინციდენტის შესწავლის შედეგად, არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ფაქტის შესწავლა.
პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.