შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
21-03-2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ნ.ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოძრაობა შეიზღუდება და ავტომანქანები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:

მძღოლები, რომლებსაც სურთ ორთაჭალჰესიდან ნ. ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილება, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბით ვერ ისარგებლებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოძრაობა ორთაჭალჰესიდან მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელონ ან, იალბუზის ქუჩის გავლით, ქეთევან წამებულის გამზირზე იმოძრაონ.