შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარატამენტის ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი დღის მანძილზე მუშაობენ.
სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან უნივერსიტეტის შენობაში, მის შესასვლელებთან და ეზოში. პროტესტის მონაწილეთა ჯგუფებისთვის შენობაში შესვლა შეზღუდულია. უნივერსიტეტის კორპუსსა და ეზოში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.