შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
25-01-2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის ა/რ-ის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ის 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლით.

დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებულ იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“.

შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ-ს წარედგინება ბრალი.

მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა მოლდოვის რესპუბლიკაში. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი.