შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
13-08-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან. ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს.