შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
02-05-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო გაცნობებთ, რომ 3 მაისს, მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.

მარათონში მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანებისათვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ პარკირების ადგილი გამოყო.