შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
19-03-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. თათბირს ესწრებოდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბარელაძეს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბედოიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქციის ჩატარების გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის საკითხები, ასევე აქციის ჩატარების ადგილსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტები.