2015 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი - დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები - 14:00 საათიდან.
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.