შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ცხელი ხაზის საშუალებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტების მიერ, 20 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ კირბალთან, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილი.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების აქტიური მოლაპარაკების შედეგად ასევე გათავისუფლდა 24 დეკემბერს სოფელ ახმაჯთან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ასევე უკანონოდ დაკავებული, ახალგორის მაცხოვრებელი ანზორ ხუციშვილი.