შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
29-08-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 30 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში ამოქმედდება. მოქალაქეები დღის 12:00 საათიდან შეუფერხებლად შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას. პუნქტი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი მეწყერის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის და გაწმენდითი სამუშაოების გამო 20 აგვისტოდან არ ფუნქციონირებდა.