შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
21-08-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა მინისტრი დარიალის ხეობაში იმყოფება. ალექსანდრე ჭიკაიძე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა დევდორაკის ხეობა და დარიალჰესის გვირაბი. ამ დროისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პიროვნება, რომელიც გვირაბში სამუშაოებს აწარმოებდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სრული შემადგენლობა მობილიზებულია დარიალის ხეობაში. მდინარე თერგის წყალი გადაკეტილია და გვირაბის ზედა ნაწილში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშოები. გვირაბის ქვედა ნაწილში მძიმე ტექნიკის საშუალებით დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.