შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
20-05-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გაცნობებთ, რომ დარიალის, ე.წ. ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალულია დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად ჩამოშლილი კლდის მასის გაწმენდით-საძიებო სამუშაოების დასრულებამდე.

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩვეულ რეჟიმში ამოქმედების შესახებ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ.