ბოლო პერიოდში ქართული მედიით ვრცელდება მიმდინარე წლის 11 მაისს ირანული სააგენტო Fars News-ით გადაცემული არასწორი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე იორდანიის და თურქეთის გავლით შემოვიდა და პანკისის ხეობაში დაბანაკდა 97 ჩეჩენი მებრძოლი, შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისა და იქ დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის წარმართვის მიზნით.
ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ვთვლით, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება და წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. შესაბამისად, ქართული მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები.