საქართველოს რეგიონებში 10 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალწარმოება იმავე დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. პიროვნებების იდენტიფიცირების შემდეგ, სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაკავებულია: 1975 წელს დაბადებული კობა კ, 1991 წელს დაბადებული გურამ ლ, 1994 წელს დაბადებული მანუჩარ მ; კახეთის რეგიონში: 1989 წელს დაბადებული არჩილ ბ, 1986 წელს დაბადებული ლევან კ; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: 1985 წელს დაბადებული მერაბ ღ. და 1990 წელს დაბადებული ვახტანგ მ.