22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.
პარტია "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა.