შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
28-10-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.