შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად “წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.
ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით : მეტროსადგურ "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ , მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.