საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ.პეტრიაშვილის და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 საათიდან, 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.
კერძოდ: პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით.
მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ისარგებლებენ ნაფარეულის ქუჩით.
ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები კი ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან.