შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
ავტომობილები რუსთაველის გამზირიდან კოსტავას გამზირის მიმართულებით მეცნიერებათა აკადემიის წინ სპეციალური ჯებირით გამოყოფილ ზოლზე იმოძრავებენ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეული რეჟიმით 2019 წლის 8 იანვარიდან აღდგება.