ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას.
მატჩის მიმდინარეობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის, საზოგადოების თითოეულ წევრს კი - გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის.
პოლიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც.