შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
12-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.