შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
30-11-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, თბილისში, 30 ნოემბერიდან 3 დეკემბრამდე, 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, გადაიკეტება.

ასევე, 30 ნოემბერიდან 3 დეკემბრამდე, 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“.