შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
29-11-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, ზემოხსენებულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს.