შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საქართველოს ბიზნესის ჩემპიონთა სუპერ...
19-06-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საქართველოს ბიზნესის ჩემპიონთა სუპერლიგის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა საქართველოს ბიზნესის ჩემპიონთა სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.
დასკვნით მატჩში ერთმანეთს სამინისტროს საფეხბურთო გუნდი და „კროკობეთი“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული თამაშის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 4:3 გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.