საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელებს ხუან ბაგრატიონსა და ბენჟამინ ვან ოუდენჰოვეს შეხვდნენ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა კომპანია „Athena Security Implementations“-ის აღმასრულებელი დირექტორი ომერ ლავივი.
შეხვედრაზე საქართველოში უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გოჩა რატიანმა ბელგიელ ბიზნესმენებთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.