შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ”112”-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
29-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ”112”-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა - „112“-მა 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ „112“-ის პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„112“-ის დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა ცენტრის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ბოლოს 2019 წელს „112“-ის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.