შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორც...
24-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს, დისკრიმინაციის ნიშნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა.

გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.