შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა
28-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული კ.დ., ქურდობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის მაისში ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარა. რამდენიმე დღის შემდეგ, კ.დ.-მ მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც სამკაულები და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.