შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნ...
15-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.