შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დააკავა
07-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.კ., ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს - 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.