შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული - 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს.
პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.