შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვ...
06-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე ამხილეს ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია "ბატა" გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გ.ვ. და ს.ტ., ასევე, მხილებული არიან თბილისში, აბაშიძის N35-ში მდებარე რესტორანი "სტეიკ ჰაუსის" გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს" და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებზე.

ორივე არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.