შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღ...
07-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ღ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 15 აბი და რამდენიმე ნატეხი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.