შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კ...
05-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ა.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა რ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.