შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავე...
17-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ.-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ნაცნობებთან - 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19- 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.