შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა...
22-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე გაჩერებული, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან ფულისა და სხვადასხვა ნივთების ფარულად დაუფლებას ცდილობდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ჭ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.