შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
პოლიციამ გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული - ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელი "FACEBOOK"-ის გამოყენებით, არასრულწლოვნებს სისტემატურად აიძულებდა, მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე, მათ პერსონალურ მონაცემებს.
პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.