შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების...
26-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას ნარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ. პოლიციამ დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.